ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლა. დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება 25 საჯარო სკოლა" - რევაზ სოხაძე

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 28 საჯარო სკოლა დასრულდა, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 25 სკოლა დასრულდება. სკოლებში ასევე ამოქმედდა სიახლეები, მათ შორის მობილური ტელეფონების შეზღუდვის წესი და ახალი საგნობრივი სტანდარტები.

"ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლა. დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება 25 საჯარო სკოლა" - რევაზ სოხაძე
"ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლა. დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება 25 საჯარო სკოლა" - რევაზ სოხაძერუსთავი 2

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს სკოლაში პირველად მივიდა 45 000 ბავშვი. არის სიახლეები. დაწყებით საფეხურზე ბავშვები ფორმებით ივლიან.

შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები. მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. დაწყებით საფეხურზე 100 სკოლაში რობოტიკის კლუბი იხსნება. ფართოვდება "სამხედრო საქმის" პროგრამა. ამოქმედდა მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების შეზღუდვის წესი. 30-მდე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განახლებული გარემო დახვდათ.

"დღეს ჩვენ აეროპორტის დასახლებაში ვხსნით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. 900-ს ბავშვზე არის ეს სკოლა გათვლილი.

რაც შეეხება ზოგადად სკოლებს, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლა. დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება 25 საჯარო სკოლა, თუმცა გამოწვევა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურებული არის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადებას," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ჩვენ აეროპორტის დასახლებაში ვხსნით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. 900-ს ბავშვზე არის ეს სკოლა გათვლილი. რაც შეეხება ზოგადად სკოლებს, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლა. დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება 25 საჯარო სკოლა, თუმცა გამოწვევა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურებული არის. მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადებას,“
რევაზ სოხაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.