ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,,გია ჭანტურიამ იარაღი ამოიღო, დამიმიზნა და ირაკლი წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა“ – რას იხსენებს ქეთი ქურდოვანიძე?

ფილოლოგმა ქეთი ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდიას კომენტარი გააკრიტიკა და 1991 წელს კინოს სახლთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, სადაც, მისი თქმით, მიტინგზე გამოსული გია ჭანტურია იარაღით დაემუქრა, ხოლო ირაკლი წერეთელმა გადაარჩინა.

,,გია ჭანტურიამ იარაღი ამოიღო, დამიმიზნა და ირაკლი წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა“ – რას იხსენებს ქეთი ქურდოვანიძე?
,,გია ჭანტურიამ იარაღი ამოიღო, დამიმიზნა და ირაკლი წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა“ – რას იხსენებს ქეთი ქურდოვანიძე?ალია

ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ყოველთვის თავს ვიკავებდი, ზვიად გამსახურდიას შვილებთან დაკავშირებულ ყველა სამართლიან საზოგადოებრივ აღშფოთებას საჯაროდ გამოვხმაურებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ მათ ბევრი უსამართლობა, სტრესი, დევნა და განსაცდელი გამოიარეს და ახლა ეშურებიან იმ დაკარგულის აღდგენას -მეთქი. მაგრამ ის, რაც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა -ვგულისხმობ გიორგი გამსახურდიას კომენტარს მუსიკოს დედა-შვილზე, ყოველგვარ ზღვარს სცდება.

1991 წელია, ზვიად გამსახურდია უკვე პრეზიდენტია, კინოს სახლში შევდივართ მე და ჩემი მეგობრები . გარეთ გია ჭანტურია ატარებს მიტინგს და სიტყვით გამოდის. ჭანტურია ზვიად გამსახურდიას უწოდებს ფაშისტს, ჩაუშესკუს, სტალინს და ბოლოს თავის სიტყვას ასე ამთავრებს -გამსახურდია ოიდიპოსის კომპლექსითაა შეპყრობილი და ეს კარვის ქალებიც ამიტომ ჰყავს გარშემოო.

აქ ჩემი მოთმინების ფიალა აივსო და ძალიან უხეშად მივაძახე – სხვის დედებს შეეშვი და შენს ჩეკისტ ცოლს მიხედე-მეთქი.

ჭანტურიამ იარაღი ამოიღო, დამიმიზნა და ირაკლი წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა. ეცა ხელებში, ჩაკეტეს კინოს სახლი და ჩვენ უკანა კარიდან გაგვიყვანეს.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.