გიორგი გამსახურდია
პოლიციის მაღალჩინოსანი
პერსონის ქრონიკა
გიორგი გამსახურდია მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
4 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
,, წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, ესენი რას მოიმოქმედებდნენ კიდევ? ეჭვი კიდევ გეპარებათ ვინმეს?” – გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ჩადენილ დანაშაულებს არ ნანობენ და სვამს კითხვას, თუ რას მოიმოქმედებდნენ ისინი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის ცვლილებები.
გიორგი გამსახურდია: ორი წელი გავიდა იმის მერე, რაც ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენ ქვეყანას აგენტურამ და მათთან ასოცირებულმა ძალებმა და ცალკეულმა ინდივიდებმა. ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა, ხალხმა, ძალოვანმა უწყებებმა და რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, ქვეყანა გადაარჩინა დაღუპვას და ალბათ გეოგრაფიული არსებობის შეწყევეტას
გიორგი გამსახურდიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა, ხალხმა და ძალოვანმა უწყებებმა ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, მას შემდეგ რაც „აგენტურამ ჯოჯოხეთი გამოატარა“.
გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში - მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქველმოქმედებაში
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ, მაშინ როცა ივანიშვილს ქველმოქმედებაში წინა ხელისუფლების დროინდელ ბიუჯეტზე მეტი აქვს დახარჯული.
გიორგი გამსახურდია: “როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება სისხლში აბანავეს”
გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გვარამიას „კუმირებმა“ საქართველოს დამოუკიდებლობა „სისხლში აბანავეს“, თავად მას კი „აგენტურა“ უწოდა.
გიორგი გამსახურდია: “ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით. დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა”
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, სანქციები და პრობლემები პირადად ბიძინა ივანიშვილის, ძალოვნებისა და რამდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა, რის გამოც აკრიტიკებს მათ, ვინც ივანიშვილს თავს აყვედრის.
გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში
გიორგი გამსახურდია გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იგი ჰანს-დიტრიხ გენშერის მსგავსად ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრეების დაცვას ცდილობს.
გიორგი გამსახურდია: “ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილთან ახლოსაც ვერავინ მივა წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით – საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის”
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს პატრიოტიზმით, წესიერებითა და ღირსებით ვერავინ შეედრება და ოპონენტებს აფრთხილებს, რომ საელჩოებში სიარული მათ ვერ უშველის.
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების!“ გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის მხრიდან სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და მას მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია, როდესაც ომბუდსმენი მიკერძოებული არ არის.