,, ლევან ლორთქიფანიძე რომ პარტიაში იქნება, იმ პარტიისგან სიკეთეს როგორ ელით. ბესელიასა და სალომე ზურაბიშვილისგან რომ ელოდით, რა მიიღეთ?“ – ქეთი ქურდოვანიძე
ქეთი ქურდოვანიძის განცხადებით, 1991-93 წლების მოვლენებისთვის სამოქალაქო ომის წოდებით ოპოზიციური მედიის ნაწილი რუსული ოკუპაციის კვალის წაშლას უწყობს ხელს. ის ასევე სკეპტიკურად აფასებს იმ პარტიას, რომელშიც ლევან ლორთქიფანიძე იქნება.

ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე:
,,ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების გასაგონად. ჩემთვის ძალიან საპატიბცემულო ადამიანებო, როდესაც 1991-93 წლების მოვლენებს სამოქალაქო ომს უწოდებთ, პრაქტიკულად უნებლიეთ იმავე საქმეს აკეთებთ, რის მიღწევასაც ჯერ წულუკიანის კომისია, ახლა კი ბათუმში მიმდინარე სასამართლო ცდილობს -წაშალოს რუსული ოკუპაციის და ანექსიის მცდელობის ყველა კვალი. 90-იან წლებში რუსეთმა დააფინანსა და შეაიარაღა თავისი დასაყრდენი ძალა -კრიმინალური ინტელიგენცია და დაამხო კანონიერი ხელისუფლება . რაის სამოქალაქო ომი, თუ ღმერთი გწამთ.
და კიდევ -ლევან ლორთქიფანიძე რომ პარტიაში იქნება, იმ პარტიისგან სიკეთეს როგორ ელით. ბესელიასა და სალომე ზურაბიშვილისგან რომ ელოდით, რა მიიღეთ?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…