ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მანჯგალაძე საპროცესოზე: ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს, ვერც იმას, რაც POG-მა დამაბრალა

საქართველოს პროკურატურა

ავტორი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს, აცხადებს, რომ არ აპირებს სამშობლოს სიყვარულის მონანიებას და უარყოფს პროკურატურის ბრალდებებს.

მანჯგალაძე საპროცესოზე: ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს, ვერც იმას, რაც POG-მა დამაბრალა
მანჯგალაძე საპროცესოზე: ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს, ვერც იმას, რაც POG-მა დამაბრალატაბულა

ჩემო მეგობრებო, მე ნორმალურად ვარ. იმედი მაქვს, რომ თქვენც კარგად ხართ. აქ საინტერესო არაფერი ხდება, თუმცა, რომ ვაკვირდები, გრედან შემოსული ხალხი უფრო დათრგუნულია ვიდრე მე აქ.

ყველაფერი კარგად იქნება! ბოროტებასაც თავის ლიმიტები აქვს, მთავარია გული არ გავიტეხოთ, გვჯეროდეს სიკეთის გამარჯვების, რომელიც თავისთავად კი არ ხდება, არამედ სიმტკიცით და გამძლეობით.

ანამ მკითხა, რას ფიქრობ საპროცესოზეო? მე ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე.

ცხოვრებაში უსამართლობა კი არ არის მთავარი დილემა, არამედ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მასზე.

მართლა მომენატრეთ. მჯერა გავუძლებთ, ღმერთით მოვიგებთ ყველა!

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.