პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დუშეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი პირი დაჭრეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს
TV პირველი

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს - მოქალაქეებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

სისხლიან ანგარიშსწორებს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი.

შსს-ს ცნობით, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობომცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
  2. ტაბულაოპოზიციურიურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 2 პირი დაჭრა - დუშეთში 1 პირი დააკავეს
  3. ფორმულაოპოზიციურიდაკავებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრა
  4. ალიაოპოზიციურიდუშეთში ორი პირი დაჭრეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში 2 ადამიანი დაჭრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები