პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 2 პირი დაჭრა - დუშეთში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი პირი დაჭrеs, რის გამოც ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 2 პირი დაჭრა - დუშეთში 1 პირი დააკავეს
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო." - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობომცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
  2. TV პირველიოპოზიციურიდუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს
  3. ფორმულაოპოზიციურიდაკავებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრა
  4. ალიაოპოზიციურიდუშეთში ორი პირი დაჭრეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი დაჭრა - შსს-მ 3 პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები