“მამაჩემს მსოფლიო ვარსკვლავები იცნობენ და ვინ იცნობს გვარამიას? ანა ფოტიგა” -.დიტო სამხარაძე
ქართული ოცნების ლიდერი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პასუხობს და მის მუსიკალურ ექსპერტობას აკრიტიკებს. სამხარაძე აცხადებს, რომ მამამისს, ვიტალი სამხარაძეს (რომელიც ვიტალი იმერელის ფსევდონიმით წერდა), მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები იცნობენ. თავის მხრივ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ ვიტალი იმერელი რეალურად ვიტალი სამხარაძეა.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დიტო სამხარაძე, ნიკა გვარამიას პასუხობს:
ვიტალი იმერელი და სტენლი ჯორდანი.
კურტუმო აპრეხილ გვარამიას მუსიკის ექსპერტობა დაუწყია. ვერაფერში ვერ ივარგა! არც პროკურორობა გამოუვიდა, ვერც წამყვანი გახდა, პოლიტიკაში ჯამბაზია, კაცობაზე და ვაჟკაცობაზე პრეტენზია ისედაც არასოდეს ჰქონია. ერთი რაც შეუძლია, პრანჭიაობაა და მანდაც მგონი დეფიციტი აქვს, ისე გაბოროტებულა ჯაზის ექსპერტობას რომ აწვება, მინიმუმ გემოვნება უნდა ჰქონდეს! იქნებ ვინმემ მოთაგოთ, დავეხმარები გემოვნებიანი მუსიკის მოსმენაში!
P.S. მამაჩემს მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები იცნობენ და საქართველოშიც ერთ-ერთი ძლიერი ჯაზ-პიანისტი ახლავს, მარიან პეტრესკუ. და ვინ იცნობს გვარამიას? ანა ფოტიგა და ასე ირიბად რომ დასცინის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს, თითქოს რეგიონებში მცხოვრებთ არც მუსიკალური გემოვნება აქვთ და არც ჯაზი ესმით, ალბათ სწორედ ამიტომაც აქვს ამხელა რეიტინგი, ასეთი დაფასება და შესაბამისად იგებს არჩევნებს!
“სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის მამაა” – ნიკა გვარამია.
ციტატები სტატიიდან
„სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის მამაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.