ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის მამაა” – ნიკა გვარამია.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ჯაზ-მევიოლინე ვიტალი იმერელის სოლო კონცერტები ოთხ ქალაქში ქვეყანას 164 ათასი ლარი დაუჯდა. გვარამია ამტკიცებს, რომ ვიტალი იმერელი სინამდვილეში ვიტალი სამხარაძეა, რომელიც დიმიტრი სამხარაძის მამაა.

“სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის მამაა” – ნიკა გვარამია.
“სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის მამაა” – ნიკა გვარამია.ალია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

ხარაგაულში, ქუთაისში, წყალტუბოში გაიმართა და 26 სექტემბერს ჭიათურაში გაიმართება ჯაზ-მევიოლინე ვიტალი იმერელის სოლო კონცერტი. ის და მისი აკომპანიატორი დადიან და უბერავან ჯაზს ორ ხმაში.

მე არ ვიცი, წყალტუბოში, ხარაგაულში, ქუთაისში და ჭიათურაში რამდენი მოყვარული ყავს ჯაზს, განსაკუთრებით კი მის ძალიან სპეციფიურ სავიოლინო ფორმას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ ოთხ ქალაქში სოლო კონცერტი ქვეყანას 164 ათასი ლარი დაუჯდა, ერთი კონცერტი, საშუალოდ, 41 ათასი ლარი.

უკეთ რომ მიხვდეთ, რატომ იღებს უცნობი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის შესაბამის ჰონორარს, გეტყვით, რომ სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის, დიმიტრი სამხარაძის მამაა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.