დიტო სამხარაძის მამას რეგიონებში გამართულ კონცერტებში 133 500 ლარი გადაუხადეს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეგიონული მდივნის, დიტო სამხარაძის მამას, მევიოლინე ვიტალი სამხარაძეს რეგიონებში გამართული სოლო კონცერტებისთვის 2026 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით 133 500 ლარი გადაუხადეს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დიტო სამხარაძის მამას, მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძეს რეგიონებში გამართულ სოლო კონცერტებში წელს 133 500 ლარი გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ დიტო სამხარაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეგიონული მდივანია, ანუ ის პარტიაში რეგიონებს კურირებს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, დიტო სამხარაძის მამას ეს თანხა 2026 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლის პერიოდში გამართულ კონცერტებში ანუ 5 თვეში გადაუხადეს.
ბოლო კონცერტი ვიტალი სამხარაძემ 22 სექტემბერს წყალტუბოში გამართა. წყალტუბოს მერიამ დიტო სამხარაძის მამას სოლო კონცერტში 55 000 ლარი გადაუხადა.
58 500 ლარი გადაუხადა ქუთაისის მერიამ ვიტალი სამხარაძეს 4 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სოლო კონცერტში. კონცერტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათ შორის მევიოლინის შვილი, დიტო სამხარაძეც დაესწრო.
20 000 ლარი გადაუხადეს ვიტალი სამხარაძეს სოლო კონცერტში, რომელიც 29 მაისს ხარაგაულში გაიმართა.
კიდევ ერთ კონცერტს დიტო სამხარაძის მამა 26 სექტემბერს ჭიათურაში გამართავს, რისთვისაც მას 31 250 ლარს გადაუხდიან.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.