ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან

დიმიტრი სამხარაძის მამამ, მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძემ, ოთხ ქალაქში დაგეგმილი და ჩატარებული სოლო კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 164 750 ლარი უნდა მიიღოს, საიდანაც სამი კონცერტი უკვე გაიმართა.

სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიანტაბულა

ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი სამხარაძის მამა, ვიტალი (იმერელი) სამხარაძე, რომელიც მევიოლინეა, 4 სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოლო კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 164 750 ლარს მიიღებს.

დიტო სამხარაძის მამამ 3 ქალაქში სოლო კონცერტები უკვე ჩაატარა. ქუთაისში, ხარაგაულსა და წყალტუბოში გამართული კონცერტებიდან მან ჯამში 133 500 ლარი მიიღო.

სამხარაძის მევიოლინე მამას 4 მაისს ქუთაისში ჩატარებულ სოლო კონცერტში ანაზღაურების სახით 58 500 ლარი გადაუხადეს.

29 მაისს, ვიტალი სამხარაძემ კონცერტი ხარაგაულში გამართა, სადაც ანაზღაურების სახით 20 000 ლარი მიიღო.

წყალტუბოში 22 სექტემბერს გამართულ კონცერტში კი, მას 55 000 ლარი გადაუხადეს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, დიმიტრი სამხარაძის მამის კონცერტი ასევე არის დაგეგმილი ჭიათურაში, 26 სექტემბერს, სადაც მას 31 250 ლარს გადაუხდიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის მამაა” – ნიკა გვარამია.წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები