ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თამარ ჩიბურდანიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: "ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“

საკონსტიტუციო სასამართლოხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქართულ პოლიტიკაში აუცილებელი და ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევაა“. მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოება დაავადა და ისინი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი გაუქმება გარდაუვალია.

თამარ ჩიბურდანიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: "ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“
თამარ ჩიბურდანიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: "ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“POSTV

x

„ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გარდაუვალი და სამართლებრივად აუცილებელი“, – აამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ეს იქნება ყველაზე დიდი და პოზიტიური ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გარდაუვალი და სამართლებრივად აუცილებელია. იმიტომ რომ იმ ეროზიამ, რაც უკვე ოპოზიციაშია – სერიოზულმა პოლიტიკურმა ეროზიამ – საზოგადოება დაავადმყოფა. საერთოდ, პოლიტიკოსის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკა საზოგადოებას ან აჯანმრთელებს, ან აავადებს, ამ ოპოზიციამ კი დაავადა ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, ქვეყანაც.

აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დასრულდეს, თორემ საბოლოო ჯამში ქვეყანას გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ველით პოზიტიურ და სამართლიან გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოდან. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, რათა როგორმე დასრულდეს ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც რეალურად ოპოზიცია კი არა, არამედ მავნე პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ჰქვია. მათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა არც ქვეყანა აინტერესებთ და არც ხალხი.

თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი დამკვეთების ბედ-იღბალიც არ აინტერესებთ – მათი ერთადერთი მიზანია, თანხები აიღონ და როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რათა ისევ ისე აბურთავონ ეს ქვეყანა, როგორც ამას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში.

ვფიქრობ, მათაც იციან , რომ გარდაუვალია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მათი გაუქმება და ფიქრობენ, როგორ განახლონ, როგორ შემობრუნდნენ პოლიტიკაში, რა სახელი დაირქვან და ა.შ. ანუ რებრენდინგზე ფიქრობენ, რათა გადაირჩინონ საკუთარი თავები“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გარდაუვალი და სამართლებრივად აუცილებელი“
თამარ ჩიბურდანიძე
„ეს იქნება ყველაზე დიდი და პოზიტიური ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გარდაუვალი და სამართლებრივად აუცილებელია. იმიტომ რომ იმ ეროზიამ, რაც უკვე ოპოზიციაშია – სერიოზულმა პოლიტიკურმა ეროზიამ – საზოგადოება დაავადმყოფა. საერთოდ, პოლიტიკოსის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკა საზოგადოებას ან აჯანმრთელებს, ან აავადებს, ამ ოპოზიციამ კი დაავადა ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, ქვეყანაც. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დასრულდეს, თორემ საბოლოო ჯამში ქვეყანას გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ველით პოზიტიურ და სამართლიან გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოდან. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, რათა როგორმე დასრულდეს ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც რეალურად ოპოზიცია კი არა, არამედ მავნე პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ჰქვია. მათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა არც ქვეყანა აინტერესებთ და არც ხალხი. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი დამკვეთების ბედ-იღბალიც არ აინტერესებთ – მათი ერთადერთი მიზანია, თანხები აიღონ და როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რათა ისევ ისე აბურთავონ ეს ქვეყანა, როგორც ამას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, მათაც იციან , რომ გარდაუვალია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მათი გაუქმება და ფიქრობენ, როგორ განახლონ, როგორ შემობრუნდნენ პოლიტიკაში, რა სახელი დაირქვან და ა.შ. ანუ რებრენდინგზე ფიქრობენ, რათა გადაირჩინონ საკუთარი თავები“
თამარ ჩიბურდანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.