ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა - სხვა

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, რომ რადიკალური პარტიები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოში უნდა აიკრძალოს. მისი თქმით, ეს ძალა სხვა ქვეყნიდან არის დაფინანსებული და სხვის ინტერესებს ატარებს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა - სხვა
ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა - სხვაPOSTV

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა – სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ – კოლექტიური თუ ინდივიდუალური სახით – არის ისტორიის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს, მიეცეს დავიწყებას და სამაგალითოდ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი არ უნდა ჰყავდეს მოსახლეობას არჩეული.

შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ის საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც ამათ აკრძალვას ითხოვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე და სასამართლო ძალიან ობიექტურ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ ჭირისგან, რა ჭირიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შექმნილი ზონდერჯგუფები, სააკაშვილის მთავრობის შექმნილი მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და, ვთქვათ, ელიტური, ჩრდილოვანი ეკონომიკა და ასე შემდეგ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის გარედან დაკვეთებზე მორგებული, სხვის ხელში მარიონეტი, ნებით შემსრულებელი და ინტერვენციაში მონაწილე პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაკვეთა საზღვრებს გარეთ ჰყავს და არანაირი ბუნებრივი, დრამატურგიული ბმა არ აქვს ადგილობრივ ამომრჩეველთან. შესაბამისად, თუ ამ ე.წ. ანკლავს ადგილობრივ ამომრჩეველთან არ აქვს შეხება, მას არც ეროვნულ ინტერესებთან აქვს შეხება. ამიტომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა – სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს.

მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საზოგადოებაც დაისვენებს ამ წარმონაქმნისგან, რომელიც მინიმუმ 20 წელია, წამლავს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა – სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს“
ზურაბ ქადაგიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი გარედან მართულ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ საქართველოში და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები