პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩიბურდანიძე: „საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი

ხალხის ძალა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლა საშიშია და რყევებს გამოიწვევს. მისი თქმით, საქართველომ ზურგი არ შეუქცევია დასავლეთისთვის, უბრალოდ უარი თქვა „ცრუ დემოკრატიასა“ და ომის გზაზე, რომლისკენაც მას ევროკავშირის ლიდერები მიათრევდნენ.

თამარ ჩიბურდანიძე: „საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი
POSTV

„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში – ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ევროპის ქალაქებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მოდიან ულტრამემარჯვენე ძალები, რაც ძალიან საშიშია. „თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია,“ – აღნიშნა მან.

„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში – ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში და ეს ძალები პოლიტიკაში საშიშია. როდესაც ულტრალიბერალიზმი აღწევს პიკს, მას წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალა და არა მემარჯვენეები. თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია.

ცუდი რყევები იქნება ევროპაში იმიტომ, რომ ულტრამემარჯვენეებისთვის მიუღებელია მიგრანტები. ისინი ღიად აცხადებენ, რომ გავყრით ყველას, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენო. ეს გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებებსა და რევოლუციებს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს სიტუაცია.

ულტრალიბერალიზმი – საერთოდ, ყველაფერი „ულტრა“ იწვევს უკურეაქციას ქვეყანაში და ნგრევას. სწორედ დღევანდელმა ლიდერებმა მიიყვანეს ამ უკიდურეს მდგომარეობამდე ევროკავშირი, რომელიც ნამდვილად ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი იყო; დღეს კი მან დაკარგა ეს ღირებულებები.

ევროპელი ლიდერებისგან შეიძლება ცოტა ხანს კიდევ ვისმინოთ საქართველოს მისამართით კრიტიკული განცხადებები, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, თუ რა დონეზე სჭირდებათ საქართველო.

საქართველოს ყველა მოქალაქე ხვდება, რომ საქართველოს ზურგი არ შეუქცევია ევროპისა და დასავლეთისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ცრუ დემოკრატია და უარი თქვა იმ გზაზე, საითკენაც მიათრევდნენ მას დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები – ეს იყო გარდაუვალი ომი და ჩვენი ქვეყნის დაღუპვა“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოთამარ ჩიბურდანიძე: „საქართველოს ხელისუფლებას არ შეუქცევია ზურგი ევროპისა და დასავლეთისთვის - საქართველოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში – ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში“
თამარ ჩიბურდანიძე
„თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია,“
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში – ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში და ეს ძალები პოლიტიკაში საშიშია. როდესაც ულტრალიბერალიზმი აღწევს პიკს, მას წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალა და არა მემარჯვენეები. თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია. ცუდი რყევები იქნება ევროპაში იმიტომ, რომ ულტრამემარჯვენეებისთვის მიუღებელია მიგრანტები. ისინი ღიად აცხადებენ, რომ გავყრით ყველას, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენო. ეს გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებებსა და რევოლუციებს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს სიტუაცია. ულტრალიბერალიზმი – საერთოდ, ყველაფერი „ულტრა“ იწვევს უკურეაქციას ქვეყანაში და ნგრევას. სწორედ დღევანდელმა ლიდერებმა მიიყვანეს ამ უკიდურეს მდგომარეობამდე ევროკავშირი, რომელიც ნამდვილად ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი იყო; დღეს კი მან დაკარგა ეს ღირებულებები. ევროპელი ლიდერებისგან შეიძლება ცოტა ხანს კიდევ ვისმინოთ საქართველოს მისამართით კრიტიკული განცხადებები, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, თუ რა დონეზე სჭირდებათ საქართველო. საქართველოს ყველა მოქალაქე ხვდება, რომ საქართველოს ზურგი არ შეუქცევია ევროპისა და დასავლეთისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ცრუ დემოკრატია და უარი თქვა იმ გზაზე, საითკენაც მიათრევდნენ მას დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები – ეს იყო გარდაუვალი ომი და ჩვენი ქვეყნის დაღუპვა“
თამარ ჩიბურდანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია“ – თამარ ჩიბურდანიძე საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები