მარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვიზების გაუქმების შესახებ, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმმა ტურიზმზე დადებითი გავლენა მოახდინა, მომდევნო წლიდან კი შანხაი-თბილისის რეისები კვირაში 3-დან 5-მდე გაიზრდება.

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, - ამის შესახებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ადგილობრივ ავიაგადამზიდველებთან. მოხარული ვარ, რომ შანხაი-თბილისის მიმართულებით არსებული კვირაში სამი სიხშირე მოლაპარაკების საფუძველზე მომდევნო წლიდან გახდება კვირაში ხუთი სიხშირე. ვხედავთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ზოგადად ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც მარკეტინგული კამპანიებიც მოახდენს გავლენას.
„ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გააქტიურდება, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ ძალიან ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიის წარმოებას ჩინეთში იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…