ზურაბ ქადაგიძე: „5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“
„ხალხის ძალის“ დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დასრულდეს, რაც პოლიტიკურ ველს გაწმენდს და ხელისუფლებასთან ღირსეული ოპონირებისთვის ახალ ძალებს გამოაჩენს.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობს.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულმა ოპოზიციამ უნდა დაიკავოს და საზოგადოება გვარამია- სააკაშვილს ყურებით არ იყოს დაკავებული.
„როდესაც პოლიტიკურ პარტიების აკრძალვაზე ვმსჯელობთ, მასშტაბურად უნდა შევხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას და გავაანალიზოთ – რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.
სასურველია, რომ ქართველი საზოგადოება მედიასივრცეში არ უყურებდეს ამ პოლიტიკური სექტის გაუქმება-არგაუქმების საკითხს.
საქართველოს პარლამენტში შემოსულია ბიუჯეტი და სწორედ ამაზე მუშაობაა საჭირო.
ეკონომიკური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მუშაობა პოლიტიკური პარტიების პირდაპირი მოვალეობაა.
როდესაც პარლამენტში 2027 წლის პროექტი შემოვიდა, „ხალხის ძალა“ გამოვედით ინიციატივით, რომ პროექტში აუცილებლად გაითვალისწინონ ვეტერანების დახმარების გაორმაგების საკითხი. 100 ლარი, რომელიც ამ ადამიანებს დახმარების სახით ეძლევათ, აბსოლუტურად არასამართლიანია.
ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით აგებენ პასუხს ქვეყნის წინაშე და ამ ინიციატივის დაკმაყოფილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მეორე საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის დახმარების მომატება.
2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, გაიზარდა ეს თანხა, თუმცა ეს არაა საკმარისი.
მესამე პრინციპული საკითხი კი რეზიდენტურის დაფინანსებაა.
მსოფლიო პრაქტიკაში არსად არ იხდის სწავლის საფასურს რეზიდენტი ან მისი ოჯახი საკუთარი ჯიბიდან. რეზიდენტი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია, რეზიდენტურა კი მისთვის თვითრეალიზების საშუალებაა.
თუ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ და სამართლიანობის პრინციპს ვიცავთ, ყველა ეს საკითხი გასათვალისწინებელია.
ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაც გამოსასწორებელია, მაგრამ სამუშაო უამრავია. ამ საკითხებზე მუშაობის ნაცვლად, ვუყურებთ სააკაშვილის ცირკს და გვარამიას ლანძღვა-გინებას.
როდესაც პრინციპული საკითხებია გადასაჭრელი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი სწორედ ამ საკითხების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მომთხოვნი იყოს ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა საქმე ზედმიწევნით კარგად გაკეთდეს და ხელისუფლებასაც არ ჰქონდეს გადაცდომები – სწორედ ასეთი პროცესებია საჭირო.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი. შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“, – აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„როდესაც პოლიტიკურ პარტიების აკრძალვაზე ვმსჯელობთ, მასშტაბურად უნდა შევხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას და გავაანალიზოთ – რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. სასურველია, რომ ქართველი საზოგადოება მედიასივრცეში არ უყურებდეს ამ პოლიტიკური სექტის გაუქმება-არგაუქმების საკითხს. საქართველოს პარლამენტში შემოსულია ბიუჯეტი და სწორედ ამაზე მუშაობაა საჭირო. ეკონომიკური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მუშაობა პოლიტიკური პარტიების პირდაპირი მოვალეობაა. როდესაც პარლამენტში 2027 წლის პროექტი შემოვიდა, „ხალხის ძალა“ გამოვედით ინიციატივით, რომ პროექტში აუცილებლად გაითვალისწინონ ვეტერანების დახმარების გაორმაგების საკითხი. 100 ლარი, რომელიც ამ ადამიანებს დახმარების სახით ეძლევათ, აბსოლუტურად არასამართლიანია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით აგებენ პასუხს ქვეყნის წინაშე და ამ ინიციატივის დაკმაყოფილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მეორე საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის დახმარების მომატება. 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, გაიზარდა ეს თანხა, თუმცა ეს არაა საკმარისი. მესამე პრინციპული საკითხი კი რეზიდენტურის დაფინანსებაა. მსოფლიო პრაქტიკაში არსად არ იხდის სწავლის საფასურს რეზიდენტი ან მისი ოჯახი საკუთარი ჯიბიდან. რეზიდენტი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია, რეზიდენტურა კი მისთვის თვითრეალიზების საშუალებაა. თუ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ და სამართლიანობის პრინციპს ვიცავთ, ყველა ეს საკითხი გასათვალისწინებელია. ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაც გამოსასწორებელია, მაგრამ სამუშაო უამრავია. ამ საკითხებზე მუშაობის ნაცვლად, ვუყურებთ სააკაშვილის ცირკს და გვარამიას ლანძღვა-გინებას. როდესაც პრინციპული საკითხებია გადასაჭრელი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი სწორედ ამ საკითხების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მომთხოვნი იყოს ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა საქმე ზედმიწევნით კარგად გაკეთდეს და ხელისუფლებასაც არ ჰქონდეს გადაცდომები – სწორედ ასეთი პროცესებია საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი. შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…