მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რათა შუა დერეფანმა 2029 წლისთვის 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეძლოს.

ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში: ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, - ამის შესახებ "იმედის კვირასთან" საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად უკვე გაწერილია გეგმა, რომელიც 2029 წლისთვის შუა დერეფანში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას ითვალისწინებს.
"მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სწორედ ასე გაიწერა ჩვენი, მეტ-ნაკლებად მოკლე და საშუალოვადიანი გეგმა 2029 წლამდე, რისთვისაც სახელმწიფო, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ინვესტირებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას: საპორტო, სარკინიგზო, სახმელეთო და საავიაციო სატრანსპორტო მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…