ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა • POSTV

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირები და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა • POSTV
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა • POSTVPOSTV

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული სფეროები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.