ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირები და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე. შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.