პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში თავის კოლეგას, ერჟან სადენოვს შეხვდა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და საპოლიციო გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილა.

სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა
რუსთავი 2

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან, ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალურ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები