ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - მოლოდინი არ მაქვს, რომ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება, პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს ძალადობის მუხლით - ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები და ჩავატარეთ ექსპერტიზა

საქართველოს პროკურატურა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება და პირიქით, შალვა კუჭაშვილისთვის ძალადობის მუხლით ბრალის წარდგენას ელიძის. პროკურატურამ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე უკვე წარუდგინა ბრალი.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - მოლოდინი არ მაქვს, რომ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება, პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს ძალადობის მუხლით - ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები და ჩავატარეთ ექსპერტიზა
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - მოლოდინი არ მაქვს, რომ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება, პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს ძალადობის მუხლით - ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები და ჩავატარეთ ექსპერტიზაინტერპრესნიუსი

ბრალის დამძიმების დიდი ალბათობა ამ ეტაპზე არ არის, ვინაიდან ჯერ უნდა დაიწყოს გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ცრუობს თუ არა თამაზ ელიზბარაშვილი - ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს, ძალადობის მუხლით,- ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილს დაზიანებები აღენიშნებოდა, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„თამაზ ელიზბარაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შალვა კუჭაშვილმა განახორციელა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რამდენჯერმე შეეხო მას ფიზიკურად. დაზარალებულმა კი ეს ინფორმაცია ტყუილად ჩათვალეს. ახლა გამოძიება დაადგენს, თამაზ ელიზბარაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

თამაზ ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები. ექსპერტიზა ჩავნიშნეთ, ჩავატარეთ და ველოდებით პასუხებს.

ბრალის დამძიმების დიდი ალბათობა ამ ეტაპზე არ არის, ვინაიდან ჯერ უნდა დაიწყოს გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ცრუობს თუ არა თამაზ ელიზბარაშვილი. მოლოდინი არ მაქვს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება. პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს, ძალადობის მუხლით“,- განაცხადა ლექსო სვიმონიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თამაზ ელიზბარაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შალვა კუჭაშვილმა განახორციელა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რამდენჯერმე შეეხო მას ფიზიკურად. დაზარალებულმა კი ეს ინფორმაცია ტყუილად ჩათვალეს. ახლა გამოძიება დაადგენს, თამაზ ელიზბარაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს. თამაზ ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები. ექსპერტიზა ჩავნიშნეთ, ჩავატარეთ და ველოდებით პასუხებს. ბრალის დამძიმების დიდი ალბათობა ამ ეტაპზე არ არის, ვინაიდან ჯერ უნდა დაიწყოს გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ცრუობს თუ არა თამაზ ელიზბარაშვილი. მოლოდინი არ მაქვს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება. პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს, ძალადობის მუხლით“
ლექსო სვიმონიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.