ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ელიზბარაშვილთან გამომძიებლები შევლენ - ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენ

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს, რომელიც მუქარის ბრალდებით არის დაკავებული, გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენ. ადვოკატ ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ის საქმეზე აქამდე გამოკითხული არ ყოფილა. ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა მოხდა და პატიმარს მხოლოდ სატელეფონო ზარები შეეზღუდა 12 ნოემბრამდე.

ელიზბარაშვილთან გამომძიებლები შევლენ - ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენ
ელიზბარაშვილთან გამომძიებლები შევლენ - ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენTV პირველი

თამაზ ელიზრარაშვილს სისხლის სამართლის საქმეზე გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში დღეს 14:00 საათზე გამოკითხავენ.

როგორც დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი ამბობს, 2 საათზე ადვოკატები და გამომძიებლები ელიზბარაშვილთან შევლენ, რათა მოხდეს მისი გამოკითხვა იმ საქმეზე რაში მას ბრალი ედება.

იურისტის თქმით, აქამდე ის ამ საქმეზე გამოკითხული არ არის.

14:00 საათზე შევდივართ თამაზ ელიზბარაშვილთან ადვოკატები და გამომძიებელი, რათა მოხდეს მის გამოკითხვა იმ საქმეში, რომელშიც მას ბრალი ედება, აქამდე იგი ამ საქმეში გამოკითხული არ არის", - აცხადებს ლექსო სიმონიშვილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მუქარის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა გუშინ საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ელიზბარაშვილს სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა.

ლექსო სვიმონიშვილი წერდა, რომ პატიმარს აეკრძალა:

ხანგრძლივი პაემნის უფლება;

ხანმოკლე პაემნის უფლება;

მიმოწერის უფლება;

სატელეფონო ზარები.

ადვოკატი განმარტავდა, რომ აკრძალვის დასაბუთებაში თავდაპირველად სამი მიზეზი ეწერა:

მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე;

მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე;

მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე.

მოგვიანებით, ცხოველთა უფლებადამცველის ინტერესების დამცველმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ „ტექნიკური შეცდომა მოხდა“. უფლებამდაცველის თქმით, მას გადაეგზავნა ახალია დადგენილებაც, სადაც წერია, რომ ელიზბარაშვილის მხოლოდ სატელეფონო კომუკინაცია შეეზღუდა.

დამიკავშირდა გამომძიებელი და მაცნობა, რომ გამოჩნდა დადგენილება თამაზ ელიზბარაშვილის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის შესახებ. თავდაპირველად, შეზღუდვების ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: ჰქონდა გრძელვადიანი პაემნის შეზღუდვა, ხანმოკლე პაემანის შეზღუდვა, სატელეფონო ზარის და მიმოწერის შეზღუდვა. რამდენიმე საათში ასევე დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა და მხოლოდ სატელეფონო ზარების შეზღუდვა აქვს თამაზ ელიზბარაშვილს 12 ნოემბრამდე. დადგენილებაში განმარტებები იგივე რჩება, მოწმეებზე ზემოქმედება ან ზეწოლა, მტკიცებებულებების მოპოვებაში ხელშეშლა"- თქვა ადვოკატმა.

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?

ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.

სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.