პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“ სარჩელში არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აქვს გაუქმების საფუძველი - საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის პოლიტიკური ჭორების კრებული

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელში არ არსებობს მტკიცებულება, რაც პარტიის გაუქმებას დაადასტურებდა, ხოლო საგამოძიებო კომისიის მასალები პოლიტიკური ჭორების კრებულია.

ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“ სარჩელში არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აქვს გაუქმების საფუძველი - საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის პოლიტიკური ჭორების კრებული
ინტერპრესნიუსი

დღეს მხარეები ერთმანეთს კითხვას დაუსვამენ - სარჩელში არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აქვს რაიმე კანონდარღვევა, ასეთი მტკიცებულებები ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში არ იძებნება, ეს არის პოლიტიკური ჭორების კრებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მოპასუხე მხარის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რამდენად აბსურდზეა დაფუძნებული საგამოძიებო კომისიის მასალები.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ახლა იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა მხარეები ერთმანეთს კითხვას დაუსვამენ და როგორც სასამართლომ გადაწყვიტა, მტკიცებულებების გამოკვლევაც უნდა დადგინდეს. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ თითოეულ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით განვიხილოთ თითოეული საქმე, ვნახოთ კონკრეტული მტკიცებულებები, ვინაიდან, სარჩელში არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აქვს რაიმე კანონდარღვევა და აქვს რაიმე საფუძველი ამ პარტიების გაუქმების. ასეთი მტკიცებულებები ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში არ იძებნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დასკვნა და პოლიტიკური ჭორების კრებული. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად აბსურდზეა დაფუძნებული საგამოძიებო კომისიის მასალები“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს, საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციონირებას უწუნებს და რჩევას აძლევს. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები