ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის წარმომადგენლობას: როდესაც ვიგინდარა კორძიმ "ქართული ოცნების" ამომრჩევლები შეურაცხყო, მაშინ სად იყო თქვენი აღშფოთება და შეშფოთება?

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის წარმომადგენლობის შეშფოთებას „კამარას“ ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ შესაძლო პროტესტთან დაკავშირებით. მეტრეველის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შერჩევითი მიდგომა აჩვენა და მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლებასაც პატივი უნდა სცეს.

ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის წარმომადგენლობას: როდესაც ვიგინდარა კორძიმ "ქართული ოცნების" ამომრჩევლები შეურაცხყო, მაშინ სად იყო თქვენი აღშფოთება და შეშფოთება?
ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის წარმომადგენლობას: როდესაც ვიგინდარა კორძიმ "ქართული ოცნების" ამომრჩევლები შეურაცხყო, მაშინ სად იყო თქვენი აღშფოთება და შეშფოთება?რუსთავი 2

კორძის მიმართ პროტესტს გასაგები მიზეზი აქვს. ადამიანებმა მისი სიტყვები საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს და პასუხობენ. ეს პასუხიც გამოხატვის თავისუფლებაა. მოქალაქეს შეუძლია საჯაროდ გააკრიტიკოს ხელოვანი, უარი თქვას მის ღონისძიებაზე დასწრებაზე და მშვიდობიანი ბოიკოტისკენ მოუწოდოს სხვებს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ უფლებასაც ისევე მკაფიოდ უნდა სცეს პატივი, როგორც მის მიერ დაცულ ფესტივალს,- წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები იმდენად გადავიდნენ ზღვარს მათი უნამუსო შერჩევითი აღშფოთებით, რომ ნუ გაუკვირდებათ , თუ ერთ დღესაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ათასობით ადამიანი შეიკრიბება და პირდაპირ ეტყვიან იმას, რისი მოსმენაც არ სურთ.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა თურმე „კამარას“ ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ შესაძლო პროტესტმა შეაშფოთა. საინტერესოა, როდესაც ვიგინდარა კორძიმ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები შეურაცხყო, მაშინ სად იყო თქვენი აღშფოთება და შეშფოთება? რა გამოდის: მოქალაქის ღირსება მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა მისი პოლიტიკური შეხედულება მოგწონთ?

კორძის მიმართ პროტესტს გასაგები მიზეზი აქვს. ადამიანებმა მისი სიტყვები საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს და პასუხობენ. ეს პასუხიც გამოხატვის თავისუფლებაა. მოქალაქეს შეუძლია საჯაროდ გააკრიტიკოს ხელოვანი, უარი თქვას მის ღონისძიებაზე დასწრებაზე და მშვიდობიანი ბოიკოტისკენ მოუწოდოს სხვებს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ უფლებასაც ისევე მკაფიოდ უნდა სცეს პატივი, როგორც მის მიერ დაცულ ფესტივალს.

და ბოლოს: ევრობიუროკრატები იმდენად გადახვედით ზღვარს თქვენი უნამუსო შერჩევითი აღშფოთებით, რომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღესაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც ათასობით ადამიანი შეიკრიბება და პირდაპირ გეტყვიან იმას, რისი მოსმენაც, როგორც ჩანს, არ გსურთ: „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც აქვს ღირსება, ხმა და პროტესტის უფლება.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირის წარმომადგენლობა თურმე „კამარას“ ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ შესაძლო პროტესტმა შეაშფოთა. საინტერესოა, როდესაც ვიგინდარა კორძიმ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები შეურაცხყო, მაშინ სად იყო თქვენი აღშფოთება და შეშფოთება? რა გამოდის: მოქალაქის ღირსება მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა მისი პოლიტიკური შეხედულება მოგწონთ? კორძის მიმართ პროტესტს გასაგები მიზეზი აქვს. ადამიანებმა მისი სიტყვები საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს და პასუხობენ. ეს პასუხიც გამოხატვის თავისუფლებაა. მოქალაქეს შეუძლია საჯაროდ გააკრიტიკოს ხელოვანი, უარი თქვას მის ღონისძიებაზე დასწრებაზე და მშვიდობიანი ბოიკოტისკენ მოუწოდოს სხვებს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ უფლებასაც ისევე მკაფიოდ უნდა სცეს პატივი, როგორც მის მიერ დაცულ ფესტივალს. და ბოლოს: ევრობიუროკრატები იმდენად გადახვედით ზღვარს თქვენი უნამუსო შერჩევითი აღშფოთებით, რომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღესაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც ათასობით ადამიანი შეიკრიბება და პირდაპირ გეტყვიან იმას, რისი მოსმენაც, როგორც ჩანს, არ გსურთ: „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც აქვს ღირსება, ხმა და პროტესტის უფლება.“
ნიკოლოზ მეტრეველი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.