ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს
ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, დიტო ჩუბინიძის საქმეზე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ ამზადებდა დავით გარეჯზე დეზინფორმაციას, რომელმაც საზღვრის დელიმიტაციის კომისიას მუშაობაში ხელი შეუშალა.