პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის თქმით, არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ის "მისტერ ვეტო" გახდება

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ის კონგრესში მათ ყველა წინადადებას დაბლოკავს და „მისტერ ვეტო“ გახდება.

ტრამპის თქმით, არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ის "მისტერ ვეტო" გახდება
რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში კონგრესში მის ყველა წინადადებას დაბლოკავს. ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის წამყვან მირანდა დევაინთან ინტერვიუში პირობა დადო, რომ „თუკი ეს მოხდება [დემოკრატების გამარჯვება - რ. თ.], მე „მისტერ ვეტო“ გავხდები“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუდმივი ვეტოები დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებს პრეზიდენტთან „გარიგების დადებას“ აიძულებს.

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრიც არის ტრამპი, დემოკრატებთან მარცხდება. დემოკრატებმა შესაძლოა წარმომადგენლთა პალატაში მოიპოვონ მნიშვნელოვანი უმრავლესობა და მცირე უპირატესობა სენატში - ამერიკის პარლამენტის ზედა პალატაში-

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო რბოლაში აქტიურად მონაწილეობს, ამერიკის სხვადასხვა შტატს სტუმრობს და ამომრჩევლებს რესპუბლიკელებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. სექტემბერში ის თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს ხუთი ათასი დოლარის გადახდას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ და ამ ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ტრამპის გუნდმა სასამართლოს მიმართა და ალასკის შტატში არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოიპოვებს. 1 ნოემბერს ფედერალურმა მოსამართლემ სარჩელი დაუკმაყოფილებლად დატოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუკი ეს მოხდება [დემოკრატების გამარჯვება - რ. თ.], მე „მისტერ ვეტო“ გავხდები“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ირანში ომის წარმოებაზე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს - Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები