ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა, დღეს კი, როცა კონფრონტაცია ზოგიერთისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპია, ეს თავისთავად ანტიევროპულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და კონფრონტაცია ანტიევროპულია. მან იმედი გამოთქვა, რომ ლუქსემბურგისა და ბელგიის პარლამენტების წარმომადგენლები იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა ისინი დიალოგის გზას დაუბრუნდნენ.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა, დღეს კი, როცა კონფრონტაცია ზოგიერთისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპია, ეს თავისთავად ანტიევროპულია
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა, დღეს კი, როცა კონფრონტაცია ზოგიერთისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპია, ეს თავისთავად ანტიევროპულიაპირველი არხი

ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუციები უნდა დაუბრუინდნენ დიალოგის გზას.

„ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გულშემატკივრობს პროცესს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტად გააგონონ საკუთარი ხმა ალიანსის ბიუროკრატიას.

„ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად სწუხან და ცდილობენ, მათი ხმა მეტად იქნას გაგონილი ბრიუსელში. ამისკენ არის სწორედ მიმართული იმ რეფორმებისკენ მოწოდებები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილიც არის, რომ დღეს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად სწუხან და ცდილობენ, მათი ხმა მეტად იქნას გაგონილი ბრიუსელში. ამისკენ არის სწორედ მიმართული იმ რეფორმებისკენ მოწოდებები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილიც არის, რომ დღეს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.