ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატიას არაევროპული გზა აქვს არჩეული

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბარიერია, ხოლო ევროკომისრებმა დიალოგის ნაცვლად ბოიკოტის არაევროპული გზა აირჩიეს.

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატიას არაევროპული გზა აქვს არჩეული
შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატიას არაევროპული გზა აქვს არჩეულიპირველი არხი

სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან ჰქონდეს საქართველოს კომუნიკაცია, ვინაიდან კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას სწორედ ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული.

„მათი პასუხებიდან კარგად გამოჩნდა ევროკომისრების პოზიცია. ვნახეთ მათი მიმართულება, რომ ისინი არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს არიან, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ამავდროულად, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოხატავენ სურვილს, დიალოგი შედგეს საქართველოსა და ევროკავშირს, კერძოდ, მის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები. მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას სწორედ ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები არიან, რათა, საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა. დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის ევროპულ გზას – იდეების გაცვლას, დიალოგისთვის გახსნილობასა და კონფრონტაციაზე უარის თქმას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათი პასუხებიდან კარგად გამოჩნდა ევროკომისრების პოზიცია. ვნახეთ მათი მიმართულება, რომ ისინი არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს არიან, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ამავდროულად, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოხატავენ სურვილს, დიალოგი შედგეს საქართველოსა და ევროკავშირს, კერძოდ, მის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები. მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას სწორედ ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები არიან, რათა, საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა. დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის ევროპულ გზას – იდეების გაცვლას, დიალოგისთვის გახსნილობასა და კონფრონტაციაზე უარის თქმას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?