ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე
ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას უპასუხა ლელა ჯეჯელავას კითხვას კულტურის ყოფილი მინისტრის თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის შესაძლო საკითხზე. კობახიძის თქმით, გამოყოფილი სამი მილიონიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა და ფულის მოპარვის სურვილის შემთხვევაში მთელ თანხას აითვისებდნენ, თუმცა საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა.
ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 28 ივლისს დატოვა. მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც აითვისებდა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – თქვეს, თითქოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიდან ფული მოიპარეს, გამოყოფილი იყო სამი მილიონი, დაიხარჯა 722 ათასი, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა
- ინტერპრესნიუსიპრემიერი - თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიდან ფული მოიპარეს - გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა
- რადიო თავისუფლებაკობახიძის თქმით, „უფრო მეტად ჩაჰყვება“ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
ციტატები სტატიიდან
„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…