ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ვისაც სჯერა, რომ მაინც მოიპარა ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“ – კობახიძე

ქართული ოცნებაკულტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 000 ლარი დაიხარჯა, 2,2 მილიონზე მეტი კი ბიუჯეტში დაბრუნდა, რაც მისი თქმით, თანხის გაფლანგვის ბრალდებებს უსაფუძვლოს ხდის.

“ვისაც სჯერა, რომ მაინც მოიპარა ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“ – კობახიძე
“ვისაც სჯერა, რომ მაინც მოიპარა ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“ – კობახიძეალია

ქართული ოცნების პირველი პირი, ირაკლი კობახიძე, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე საუბრობს და ამბობს:

„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აგენტურიდან, შესაბამისი მედიასაშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, თითქოს გაიფლანგა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები და ამის საპასუხოდ, ჩვენ პირობა გავეცით ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ ყველა ხარჯი თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ.

საბოლოო ჯამში დგინდება, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, აქედან დახარჯეს მხოლოდ, დაახლოებით 722 000 ლარი. დანარჩენი თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ წესით აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული.

რაც შეეხება ამ 722 000 ლარს, ეს არის დეტალურად კომპონენტებად ჩაშლილი და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი – მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს. ამა და ამ საკითხებზე, მაგალითად უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის. ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო.

ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით უკვე მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცალსახაა პასუხი, თუმცა თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით არის თუ არა კიდევ კითხვის საფუძველი, ეს შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად 400 ლარი რომ არის თითო სატრანსპორტო საშუალება გამოყოფილი, ხომ არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი 350 ლარი.

პირადად მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ. 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტისთვის კონკრეტული ტრანსპორტირებისთვის ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადახედოს საბაზრო ფასებს და დაადგინოს, არის თუ არა აქ რაიმე ჭარბი ხარჯი გაწეული. თქვენ დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ სამი მილიონიდან 2 მილიონი 200 დააბრუნო უკან და მაინც მოიპარო ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“

“დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი” – დავით ოქიტაშვილი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აგენტურიდან, შესაბამისი მედიასაშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, თითქოს გაიფლანგა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები და ამის საპასუხოდ, ჩვენ პირობა გავეცით ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ ყველა ხარჯი თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, აქედან დახარჯეს მხოლოდ, დაახლოებით 722 000 ლარი. დანარჩენი თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ წესით აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული. რაც შეეხება ამ 722 000 ლარს, ეს არის დეტალურად კომპონენტებად ჩაშლილი და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი – მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს. ამა და ამ საკითხებზე, მაგალითად უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის. ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით უკვე მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცალსახაა პასუხი, თუმცა თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით არის თუ არა კიდევ კითხვის საფუძველი, ეს შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად 400 ლარი რომ არის თითო სატრანსპორტო საშუალება გამოყოფილი, ხომ არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი 350 ლარი. პირადად მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ. 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტისთვის კონკრეტული ტრანსპორტირებისთვის ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადახედოს საბაზრო ფასებს და დაადგინოს, არის თუ არა აქ რაიმე ჭარბი ხარჯი გაწეული. თქვენ დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ სამი მილიონიდან 2 მილიონი 200 დააბრუნო უკან და მაინც მოიპარო ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები