ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით” – პროკურატურა გიორგი ფეიქრიშვილზე

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მცდელობისა და მკვლელობის მუქარისთვის ბრალდება წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით, მან დაზარალებულს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან 47 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს, პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

“$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით” – პროკურატურა გიორგი ფეიქრიშვილზე
“$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით” – პროკურატურა გიორგი ფეიქრიშვილზეალია

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისთვის გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინეს. უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

” დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შსს-მ ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი 22 სექტემბერს დააკავა.

ძმები ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნენ დაკავებულები.

ასევე, 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებითაც დააკავეს – საქმე ეხებოდა მილიონზე მეტ ლარს.

გარდა ამისა, 2020 წელს სუს-მა 6 პირი დააკავა, რომლებსაც ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.