"$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით" – POG-მა გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
პროკურატურის ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისა და მოკვლით მუქარისთვის ბრალი წარუდგინეს. უწყება მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. შსს-მ ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი 22 სექტემბერს დააკავა.

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისთვის გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინეს. უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შსს-მ ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი 22 სექტემბერს დააკავა.
"შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს" – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ 1 პირს ბრალი წარედინა
ძმები ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნენ დაკავებულები.
ასევე, 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებითაც დააკავეს - საქმე ეხებოდა მილიონზე მეტ ლარს.
გარდა ამისა, 2020 წელს სუს-მა 6 პირი დააკავა, რომლებსაც ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.