პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებისტვის ცნობილი გახდა, რომ მან დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
POSTV

Screenshot

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე წარუდგინა
  2. ტაბულაოპოზიციური"$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით" – POG-მა გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
  3. TV პირველიოპოზიციური"ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა " – რა წერია ბრალის დადგენილებაში
  4. ალიაოპოზიციური“$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით” – პროკურატურა გიორგი ფეიქრიშვილზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურატურამ ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალი წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები