პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა " – რა წერია ბრალის დადგენილებაში

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. გამოძიების თანახმად, მან დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს.

"ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა " – რა წერია ბრალის დადგენილებაში
TV პირველი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 17 სექტემბერს დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა .

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

➡️ პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე წარუდგინა
  2. ტაბულაოპოზიციური"$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით" – POG-მა გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
  3. POSTVსამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
  4. ალიაოპოზიციური“$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით” – პროკურატურა გიორგი ფეიქრიშვილზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჯგუფური ხულიგნობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გამო დაკავებულ ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს ბრალი წარედგინათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები