ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა" - ლაშა პაპაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია "ჩირინას" "ყვარლის ბაგას" სასარგებლოდ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. ლაშა პაპაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ სრულ ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა საბოლოო შედეგს ეგუება.

"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა" - ლაშა პაპაშვილი
"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა" - ლაშა პაპაშვილიBM.GE

"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა", - ასე შეაფასა ლაშა პაპაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რევაზ ვაშაკიძის კომპანია "ჩირინას" "ყვარლის ბაგას" სასარგებლოდ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, "ჩირინამ" ლაშა პაპაშვილის კომპანიას თანხა უკვე გადაუხადა.

“ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია “ჩირინას”, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!”, - თქვა ბიზნესმენმა BMG-სტან და იქვე დასძინა, რომ ე.წ. “რძის სკანდალით” მერძევეობის სექტორი სერიოზულად დაზიანდა.

ცნობისთვის: „ჩირინა“ ითხოვდა ქვედა პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო „ყვარლის ბაგა“ - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების (4.7 მილიონი ლარის ანაზღაურება) ძალაში დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ არც რევაზ ვაშაკიძის და არც ლაშა პაპაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 2026 წლის 16 ივლისს, ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1.6 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურების შესახებ.

"რძის სკანდალის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო|ყველაფერი ბიზნესდავის შესახებ

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა“
ლაშა პაპაშვილი
„ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია “ჩირინას”, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.