ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"სკინტლიანი რძის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურასურსათის ეროვნული სააგენტო

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის მიმდინარე დავაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჩირინას“ პაპაშვილის სასარგებლოდ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. დავა ეხება ე.წ. სკინტლიანი რძის სკანდალს, სადაც მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან ფერმაში არსებული მდგომარეობისა და ზარალის გამო.

"სკინტლიანი რძის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
"სკინტლიანი რძის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვატაბულა

უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგასა და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის ჩირინას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, ჩირინას ლაშა პაპაშვილისთვის 1.6 მილიონი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული. საუბარია ე.წ. სკინტლის სკანდალზე. ინფორმაციას მედია BMG ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშაკიძემ ყვარლის ბაგას დაკისრებული თანხა უკვე გადაუხადა.

"მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, რომლის გადაწყვეტილებებიც სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებს დაეფუძნება.

ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, მაგრამ თბილისის სასამართლომ არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, არასწორად აღებული სინჯებიც მტკიცებულებად ჩათვალა. ამდენად, ჩემი აზრით, სასამართლომ კანონი დაარღვია. შესაბამისად, პრეტენზია მაქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ უნდა გასამართლდნენ. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს. [...]

მე სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს, არავითარ შემთხვევაში არ ვებრძვი. მე ვებრძვი იმ მოსამართლეებს, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება მიიღეს - ჩემი აზრით, ისინი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ... მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ მიიღოს ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება და მილიონობით ლარის გადახდა დააკისროს. ეს ყველაფერი კი საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესგარემოს აზიანებს". - აცხადებს ვაშაკიძე BMG-სთან.

დავაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლაშა პაპაშვილმაც:

"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოს დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია ჩირინას, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!". - აცხადებს პაპაშვილი BMG-სთან.

ჩირინა: სააპელაციომ სკინტლიან რძესთან დაკავშირებით ჩვენი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ცნობისთის, ე.წ. სკინტლიანი რძის დაკასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2025 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ "ყვარლის ბაგას" საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი - უნდა აუნაზღაუროს. გააუქმა ვალდებულება, რომელიც ჩირინას აკისრებდა ყვარლის ბაგისთვის მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას.

"რას ფლობს პაპაშვილი, რომელმაც სკინტლი მილიონებად აქცია" – ფლანგვის დეტექტორის გამოძიება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. ასევე გაირკვა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და რძის ლაბორატორიას.

გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ერთი წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში ჩირინას ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის საჩივარი დააკმაყოფილა - ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა.

ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ ჩირინას დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად “ყვარლის ბაგის” ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს.

“ჩირინას” მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა.

ყვარლის ბაგაში ამბობენ, რომ EU-ში აკრძალულ ქათმის ნაკელს ძროხებს 2018-2019 წლებში აჭმევდნენ

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, რომლის გადაწყვეტილებებიც სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებს დაეფუძნება. ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, მაგრამ თბილისის სასამართლომ არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, არასწორად აღებული სინჯებიც მტკიცებულებად ჩათვალა. ამდენად, ჩემი აზრით, სასამართლომ კანონი დაარღვია. შესაბამისად, პრეტენზია მაქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ უნდა გასამართლდნენ. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს. [...] მე სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს, არავითარ შემთხვევაში არ ვებრძვი. მე ვებრძვი იმ მოსამართლეებს, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება მიიღეს - ჩემი აზრით, ისინი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ... მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ მიიღოს ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება და მილიონობით ლარის გადახდა დააკისროს. ეს ყველაფერი კი საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესგარემოს აზიანებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ზოგადად, არ მიხარია სასამართლოს დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია ჩირინას, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.