პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის 15,8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, რის შედეგადაც 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
რუსთავი 2

ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 15,8 მილიონ ლარს აღემატება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ სიქთარვაში უკვე მოეწყო წყლის გამწმენდი ნაგებობა და 300 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი. საპოვნელას ტერიტორიაზე დასრულდა 2 000 კუბური მეტრი მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობა.

ასევე, მოეწყო ორი სატუმბი სადგური, ორი საქლორატორო და სოფლების - რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგებისთვის განკუთვნილი 4,65 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური მილსადენი.

დაგეგმილი 44,5 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელიდან უკვე გაყვანილია 43,6 კილომეტრი. დამონტაჟებულია 74 სახანძრო ჰიდრანტი, ასევე, 1 708 ინდივიდუალური და 175 კომერციული აბონენტის აღრიცხვის კვანძი.

თერჯოლაში დასრულებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრის მშენებლობაც. პარალელურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის დისტანციური მონიტორინგისა და მართვის (SCADA) სისტემის მოწყობა.

ამ დროისთვის პროექტის ფინანსური შესრულება, დადასტურებული სამუშაოების მიხედვით, 86%-ს შეადგენს.

პროექტის დასრულების შედეგად თერჯოლაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები