„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით სურს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში სურს და ამ პროცესში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობის იმედი აქვს.
CNN Türk-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განმარტა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხების ნაწილი მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს, რადგან დელეგაციებსა და ტექნიკურ ჯგუფებს ყველა პრობლემაზე შეთანხმების მიღწევა არ შეუძლიათ.
„დიახ, ჩვენ მზად ვართ თურქეთში ამ შეხვედრისთვის. ვიცი, რომ პრეზიდენტ ერდოღანს პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს თურქეთში შეხვედრის გამართვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებში აუცილებელია უშუალოდ იმ პირების მონაწილეობა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.
„სწორედ ამიტომ მსურს მასთან შეხვედრა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე კრემლის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ზელენსკის სატელეფონო ზარს უპასუხებდა. ამასთან, უშაკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩასვლა შეუძლია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„დიახ, ჩვენ მზად ვართ თურქეთში ამ შეხვედრისთვის. ვიცი, რომ პრეზიდენტ ერდოღანს პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს თურქეთში შეხვედრის გამართვას“
„სწორედ ამიტომ მსურს მასთან შეხვედრა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…