სერგეი ლავროვი - თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, იგი მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს, სადაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ატლანტაში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის.
„პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასული ბოლო ექვსი წლის ისტორიის მიუხედავად, იგი მასთან შეხვედრისთვის კვლავ მზადაა. მან ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა უპასუხა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში ჩამოვიდეს და ჩვენ მის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლავროვმა.
ციტატები სტატიიდან
„პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასული ბოლო ექვსი წლის ისტორიის მიუხედავად, იგი მასთან შეხვედრისთვის კვლავ მზადაა. მან ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა უპასუხა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში ჩამოვიდეს და ჩვენ მის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…