ყაველაშვილმა მოსამართლედ ზურაბიშვილის კონსტიტუციის დამრღვევად მცნობის შვილი დანიშნა
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა, რომელიც პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის. ახლადდანიშნული მოსამართლე არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილი.

მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გოგა კიკილაშვილი პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.
ადმინისტრაციის ცნობით, კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს პრეზიდენტი ნიშნავს, 3-ს პარლამენტი ირჩევს, ხოლო 3-ს უზენაესი სასამართლო ამწესებს.
ახლადდანიშნული მოსამართლე 2023 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია - იმ მოსამართლის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. ხვიჩა კიკილაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2025 წლის 1 აპრილს დატოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.