საკონტიტუციოს მოსამართლედ საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის შვილი დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა. ის პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დაინიშნა. ის პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.
"საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო". - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, 2023 წლის 17 ოქტომბერს აირჩიეს. მაშინ ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ არამოსამართლე წევრად არჩეული - გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმჟამინდელი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. მისივე ინფორმაციით, კიკილაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
ხვიჩა კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი 2025 წლის 1 აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვეგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კიკილაშვილის ბიოგრაფია შემდეგია:
განათლება
2006 წელს დაამთავრა ქ. თელავის N1 საჯარო სკოლა.
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2012 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.
2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი „სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისთვის“ ჰერთის მმართველობის სკოლაში (გერმანია).
2013-2017 წლებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა.
2015 წელს გაიარა საჯარო მმართველო მმართველობისა და დემოკრატიის სასწავლო კურსი მალმოს უნივერსიტეტში (შვედეთი)
2019 წელს გაიარა კურსი „მდგრადი ელექტრონული მმართველობა მოქნილი და ინოვაციური დემოკრატიული საჯარო მმართველობისთვის“ ლინშოპინგის უნივერსიტეტში (შვედეთი)
სამუშაო გამოცდილება
2012-2018 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული მრჩეველი.
2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2018-2022 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2018 წლიდან დღემდე არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2019-2023 წლებში იყო დირექტორი იურიდიულ ფირმაში „კიკილაშვილი და კომპანია“.
2019-2023 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ადვოკატი.
2019 წლიდან დღემდე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2020-2023 წლებში იყო კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი.
2022 წლიდან დღემდე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი.
2020-2023 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2020-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
2023 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.