ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ოფისის კედლებზე წარწერების გაკეთების არაეფექტურად გამოძიების გამო

თბილისის მერიაქართული ოცნება

საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ორგანიზაციის ოფისის კედლებზე გაკეთებული წარწერების არაეფექტური გამოძიების გამო. ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა და ხანდაზმულობის ვადა გავიდა, ხოლო მუნიციპალიტეტმა ფასადის გაწმენდაზე უარი განაცხადა.

საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ოფისის კედლებზე წარწერების გაკეთების არაეფექტურად გამოძიების გამო
საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ოფისის კედლებზე წარწერების გაკეთების არაეფექტურად გამოძიების გამორადიო თავისუფლება

ორგანიზაცია სამართლებრივი რეაგირების გარდა ითხოვდა, „ხუთჯერ მიმართა თბილისის მერიასაც, რათა მათ მომხდარ ფაქტებზე ჰქონოდათ სამართლებრივი რეაგირება, მოეშორებინა ეს წარწერები, ან მიეცათ ორგანიზაციისთვის ნებართვა, რომ თავად გაესუფთავებინა ფასადი“. საიას განმარტებით, მუნიციპალიტეტისგან წარწერების წაშლაზე უარი მიიღეს, „რადგანაც შენობა არის ძველი და მათ მიერ გამოყენებული აპარატურა უფრო დააზიანებდა კედლებს“.

„მაშინ, როდესაც საიას ოფისის დარბევასა და დევნაზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა და საბოლოოდ ხანდაზმულობის ვადა გავიდა ოთხიდან სამ რელევანტურ მუხლზე, სახელმწიფო უპრეცედენტო სისწრაფითა და სიმკაცრით რეაგირებდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ მმართველი პარტიის პლაკატების დაზიანებაზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

2024 წლის მაისში, როცა საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების დროს ხალხმრავალი პროტესტი იყო დედაქალაქის ქუჩებში, ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები ჰქონდა დაწყებული. ამ დროს გაჩნდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, საიას ოფისის ფასადზე გაჩნდა წარწერები: „აგენტები“, „აგენტურა“, „მოღალატე“, „მოღალატეები“, „ერის მტერი“.

„აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს საიას თანამშრომლების, მხარდამჭერებისა და ბენეფიციარების დაშინებას, ორგანიზაციის მუშაობის პარალიზებასა და საზოგადოებრივი ნდობის შერყევას“, - ამბობენ საიაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.