პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრ თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, ორთვიანი მზადების მიუხედავად, ოპოზიციამ 28 ნოემბერს მხოლოდ 7 000-მდე ადამიანის შეკრება შეძლო და „საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთა პრეზენტაცია“.

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
იმედინიუსი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი სამზადისისა და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი ნახევარ საათში დასრულდა.

მეგრელიშვილის შეფასებით, ხმაურიანი განცხადებები და მასშტაბური კამპანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, აქციაზე გამოვლენილმა შიდა დაპირისპირებამ და საორგანიზაციო ქაოსმა ოპოზიციის პოლიტიკური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის „მისია“ კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ორთვიანი სამზადისის საბოლოო შედეგი გრანდიოზული ჩაფლავება აღმოჩნდა.

„ორი თვე მზადება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაცია, ხმაურიანი განცხადებები და დიდი მოლოდინები…

საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“.

პოლიტიკურად ხმაურიანი პროლოგი ჰქონდათ, მაგრამ ფინალი აშკარად მოკლე გამოუვიდათ!

ხმამაღალი განცხადებების, მასშტაბური კამპანიებისა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება სახალხო ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, ისევე როგორც ქუჩაში ადამიანების მობილიზება თავისთავად ვერ ადასტურებს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.

არანაკლებ საყურადღებოა ის შიდა დაპირისპირება და საორგანიზაციო ქაოსი, რომელიც თავად ოპოზიციურ ფლანგზე გამოვლინდა. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე აცხადებენ პრეტენზიას, ელემენტარულ საკითხებზეც კი ვერ თანხმდებიან - იქნება ეს აქციის წამყვანის შერჩევა თუ სააკაშვილის ბანერების გამოტანა. როდესაც საერთო მიზნის გარშემო შეკრებაც კი ასეთი უთანხმოებით მიმდინარეობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ წარმოუდგენიათ მათ გაცილებით რთული სახელმწიფოებრივი პროცესების მართვა?

ქვეყნის მართვა მხოლოდ პრეტენზიებით, ხმაურიანი განცხადებებითა და პოლიტიკური ამბიციებით არ ხდება. ამას სჭირდება პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, შეთანხმების უნარი, მკაფიო ხედვა და, რაც მთავარია, საზოგადოების ნდობა.

სწორედ ეს უკანასკნელია ის მთავარი რესურსი, რომლის მოპოვებასაც, საგანგებო მობილიზაციის მიუხედავად კვლავაც ვერ ახერხებენ და გუშინდელი მცდელობაც გრანდიოზული ჩაფლავებით დასრულდა. ,,მისია” კვლავ შეუსრულებელია.

ფაქტია, რომ საბოლოოდ, პოლიტიკურ ძალას არა საკუთარი თავის შესახებ შექმნილი ხმაურიანი წარმოდგენა, არამედ რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა განსაზღვრავს.

ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია.

ეტყობა, დაგეგმილი აქცია კი არა - დამშვიდობების ცერემონია ჰქონდათ!“ - წერს მეგრელიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოთამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: „ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია“
  2. რუსთავი 2სამთავრობოთამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები