პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ნაცმოძრაობის“ ანტიქართული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნაციონალური მოძრაობა

„იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟის თანახმად, „ვარდების რევოლუციისას“ ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება მოსკოვსა და ვაშინგტონში მიიღეს, მიხეილ სააკაშვილმა კი რუსეთს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა.

„ნაცმოძრაობის“ ანტიქართული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედინიუსი

რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ აღზევებას რუსეთთან?, - კითხვა პასუხგაცემულია, მეტიც, თავად სააკაშვილმა აღიარა და წვრილად მოყვა, რა ხდებოდა 2003 წლის ნოემბერში დახურულ კარს მიღმა. ქუჩაში ხალხი, როგორც დეკორაცია - რეალური გადაწყვეტილება კი ხელისუფლების ცვლილების შესახებ, მოსკოვსა და ვაშინგტონში მიიღეს.

არის შემთხვევები, როცა ორივე სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და სწორედ ამ ინტერესთა თანხვედრით იყო ნაკარნახევი ,,ვარდების რევოლუცია“.

ქართველი ხალხის ბედზე არავინ ფიქრობდა, დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მხოლოდ ერთი ჭანჭიკი იყო სააკაშვილი, რომელსაც სხვათა მსახურების და ამ ქვეყნის განადგურების მისია დააკისრეს. სააკაშვილს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშ უნდა გაეთელა.

ოპონენტზე თავდასხმისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საფირმო ფრაზად იქცა იარლიყი ,,რუსეთუმე“, თუმცა ავიწყდებათ, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელმაც ყველაზე მეტი საქმე გააკეთა რუსეთისთვის - სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა და სააკაშვილის არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგად, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციაც მოახერხეს.

სააკაშვილის რუსული მოძრაობა, - ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის საავტორო რეპორტაჟში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიურნბერგიდან ქართულ ნიურნბერგამდე - „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი სინდიკატი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები