თამარ ჩხეიძე: არ არსებობს ივანიშვილის და სააკაშვილის გაერთმნიშვნელობის გამართლება!
თამარ ჩხეიძე: ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ძალებში მტრობის და დაპირისპირების შეტანა პირდაპირ საკუთარ კარებში გოლის გატანაა. ასევე წარმოუდგენელია ნაციონალური მოძრაობის, თუ ნებისმიერი სხვა ძალის დისკრიმინაცია.

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
არ არსებობს ივანიშვილის და სააკაშვილის გაერთმნიშვნელობის გამართლება! როგორ შეიძლება ერთი და იგივე იყოს თანამედროვე საქართველოს პროდასავლურ განვითარებაში უდიდესი როლის შემსრულებელი ლიდერი, პუტინის პოლიტპლატიმარი და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამომთხრელი პრორუსი მმართველობა! მით უფრო ახლა, როცა მთელი დემოკრატიულად მოაზროვნე საქართველო ეგზისტენციალურ ბრძოლაშია რუსულ უბედურებასთან!. ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ძალებში მტრობის და დაპირისპირების შეტანა პირდაპირ საკუთარ კარებში გოლის გატანაა. ასევე წარმოუდგენელია ნაციონალური მოძრაობის, თუ ნებისმიერი სხვა ძალის დისკრიმინაცია.
შესანიშნავი აქცია იყო გუშინ და ამის გადაფარვით ქოცების გახარება ძალიან, ძალიან სამწუხაროა!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…