თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგი ერთწლიანი პაუზის შემდეგ 19 ნოემბერს გამართული შეხვედრით განახლდა - მინსკის შეხვედრის შედეგები
თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგი მინსკში განახლდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი ქართული ღვინის კომპანიებისთვის სანქციების მოხსნის ნაცვლად მათ გაფართოებას გეგმავს.

თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგი ერთწლიანი პაუზის შემდეგ 19 ნოემბერს, მინსკში გამართული შეხვედრით განახლდა. გიორგი ზურაბაშვილმა და მისმა რუსმა კოლეგამ მიხაილ გალუზინმა, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობასთან და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთში ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები იყო. მოსკოვის გზავნილები მინსკიდან თბილისში გიორგი ზურაბაშვილმა ჩამოიტანა. ზურაბაშვილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, ერთი თვის წინ პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის ნაცვლად, მათ გაფართოებას გეგმავს. სანქციების ფორმალურ მიზეზებს თბილისში აბსურდულს უწოდებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…