პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის - ელენე ხოშტარია

ციხიდან გავრცელებულ წერილში დაკავებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია 28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საერთო ეროვნული აქცია პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის - ელენე ხოშტარია
TV პირველი

დაკავებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში 28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. ხოშტარია მიუღებლად მიიჩნევს, რომ საერთო ეროვნული აქცია პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს, სცენაზე სხვა პარტიების წარმომადგენლები არ გამოვიდნენ, აქციაზე კი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიბრტყეზე დამყენებელი პლაკატები გამოჩნდა.

ხოშტარიას თქმით, დაშვებული შეცდომა საჯაროდ უნდა აღიარონ და მასზე პასუხისმგებლობა აიღონ.

ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის. მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი. გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე, - წერს ელენე ხოშტარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ
  2. ალიაოპოზიციური,,მიუღებელია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის“ – ელენე ხოშტარია
  3. ფორმულაოპოზიციურიხოშტარია: გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს არ ვეტყვით, რომ ეს არასწორი იყო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სტრატეგია აღმაშენებელი: მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები