პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,,მიუღებელია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის“ – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია საერთო ეროვნული აქციის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება და აკრიტიკებს გამომსვლელთა შერჩევასა და აქციაზე გამოჩენილ პლაკატებს.

,,მიუღებელია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის“ – ელენე ხოშტარია
ალია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს:

,,ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის. მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი. გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე.

29/11/2026“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხოშტარია: ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას - უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები