პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სტრატეგია აღმაშენებელი: მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს

ნაციონალური მოძრაობა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 28 ნოემბრის აქციაზე მომხდარ ინციდენტს მკაფიოდ ემიჯნება და აცხადებს, რომ პარტნიორებს შორის შეუთანხმებელი ნაბიჯები და „სიურპრიზები“ მიუღებელია.

სტრატეგია აღმაშენებელი: მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს
ფორმულა

გუშინდელი დღე ნათელი დასტური იყო იმისა, თუ რამხელა ენერგია, ერთიანობა და ცვლილებების სურვილი არსებობს საზოგადოებაში. ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი ცალსახად გვიჩვენებს,რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივის შექმნისა და გამარჯვების დიდი მუხტია.

"სტრატეგია აღმაშენებელი" გუშინდელი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარმა "ე.წ. „სიურპრიზმა“ და შიდა დაპირისპირების მცდელობამ" ყველა გაუგებრობაში ჩაითრია.

აღნიშნულია, რომ მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები კი ამის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ.

"სტრატეგია აღმაშენებელი“ მკაფიოდ ემიჯნება მომხდარ ინციდენტს. ხაზგასმით ვაცხადებთ:პარტნიორებს შორის მსგავსი ქმედება და შეუთანხმებელი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც რეალური ცვლილებებისა და გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს“ უწყობს", - ნათქვამია განცხადებაში.

28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით -" ხირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს პროვოკაცია უწოდეს და "ოპოზიციის ალიანსისგან" მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება - ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს - თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს „სიურპრიზებს" უწყობს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები