პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

USAID-ი თანხებს აძლევდა მდიდარ NGO-ებს, რათა ჩაეხშოთ მათთვის მიუღებელი აზრი, საქართველოში მოეხდინათ რევოლუცია - აკაკი ალადაშვილი

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

დეპუტატი აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ USAID-ს საქართველოში რევოლუციის მოწყობა სურდა, რასაც სისხლისღვრა მოჰყვებოდა, და თანხებს მდიდარ NGO-ებს მიუღებელი აზრის ჩასახშობად აძლევდა.

USAID-ი თანხებს აძლევდა მდიდარ NGO-ებს, რათა ჩაეხშოთ მათთვის მიუღებელი აზრი, საქართველოში მოეხდინათ რევოლუცია - აკაკი ალადაშვილი
რუსთავი 2

მმართველი გუნდის შეფასებით, USAID-ი საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებასა და მათთვის მიუღებელი აზრის ჩახშობას ცდილობდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, USAID-ს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურდა, რასაც სისხლისღვრა მოჰყვებოდა.

"დოკუმენტურად ნახეთ, რომ USAID-ს, მხოლოდ საქართველოში, მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული. თანხებს აძლევდნენ ქართულ მდიდარ NGO-ებს, რათა ჩაეხშოთ მათთვის მიუღებელი აზრი და საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ მათთვის მისაღები აზრი.

ეს ერთადერთი მიზნით ხდებოდა - საქართველოში მოეხდინათ რევოლუცია.

სადაც რევოლუცია მოაწყვეს სისხლისღვრა მოჰყვა, მაგალითად უკრაინაში. საქართველოშიც აუცილებლად მოჰყვებოდა ამას სისხლისღვრა", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, ილონ მასკი USAID-ს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესში ჩარევასა და ხელისუფლებების შეცვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ადანაშაულებს.

დოკუმენტების თანახმად, 2020-2024 წლებში USAID-მა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოსახდენად 817 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ USAID-თან დაკავშირებით გავრცელებული დოკუმენტებით კიდევ ერთხელ მკაფიო გახდა, თუ რა სქემით მოქმედებდა ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც კონკრეტული ფაქტები აქვს ილონ მასკსაც.

უმრავლესობის თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს შემთხვევაშიც, უზარმაზარი ქსელი მოქმედებდა, რომელიც მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ხელისუფლებაზე ზეწოლა და ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი USAID-ს აკრიტიკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები